აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მესამე, ე.წ. ბუსტერ დოზით აიცრა.
ბაიდენი ფაიზერით პირდაპირ ეთერში აიცრა თეთრ სახლში გამართული პრესკონფერენციის შემდეგ.
„ჩვენ ვიცით, რომ პანდემიის დასასრულებლად და ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად აუცილებელია აცრა. ამიტომაც გთხოვთ - გადადგით სწორი ნაბიჯი, აიცერით, მიიღეთ ეს დოზები. ასე გადაარჩენთ თქვენსა და თქვენ გარშემო მყოფთა სიცოცხლეს", - განაცხადა ჯო ბაიდენმა.
აშშ-ის 78 წლის პრეზიდენტმა, რომელიც ასაკის გამო კორონავირუსის რისკჯგუფს წარმოადგენს, მესამე დოზა მას შემდეგ გაიკეთა, რაც ფაიზერის ორი დოზით აცრიდან ექვსი თვე გავიდა.
სწორედ ასეთია FDA-ის რეკომენდაციაც - მესამე დოზა უნდა გაკეთდეს მას შემდეგ, რაც მეორე დოზით აცრიდან ექვსი თვე იქნება გასული.
FDA-მ ფაიზერს მესამე, ე.წ. ბუსტერ დოზების გამოყენების ნებართვა 23 სექტემბერს მისცა.
